14:21 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
88 0 0

სააკაშვილმა მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უახლოეს დღეებში აღიარონ მათ მიერ ჩადენილი არჩევნების გაყალბება. ამით ისინი პასუხისმგებლობას აირიდებენ და იქნებიან მხარდაჭერილი გარდამავალი ხელისუფლების მიერ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების აღიარების შემთვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიეცემათ ხელშეუხებლობის გარანტიები, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს თავის Facebook-გვერდზე.

„კოვიდის ეპიდემია პრაქტიკულად გახდა უკონტროლო იმის გამო, რომ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ განხორციელდა ივანიშვილის მთავრობის მიერ. ახლა გამოყენებულია ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა, რათა ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევანის შედეგები. მინდა, ვუთხრა ყველას, რა თქმა უნდა კოვიდი არის საშიში და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, ხელების დაბანა, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის, ოჯახის, შვილების გადარჩენის საქმეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უახლოეს დღეებში აღიარონ მათ მიერ ჩადენილი არჩევნების გაყალბება. ამით ისინი პასუხისმგებლობას აირიდებენ და იქნებიან მხარდაჭერილი გარდამავალი ხელისუფლების მიერ.

„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების. მინდა, ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი ნებსით თუ უნებლიედ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებლის თქმით, ბრძოლა მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ „ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციის აქციები იმართება. ოპოციზიური პარტიების წარმომადგენლები კომისიების სხდომებზე დასწრებას მოითხოვენ, რადგან მათ მიერ ხმების ხელახალ დათვლას არ ენდობიან. კომისიებთან მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

 

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები