03:56 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
133 0 0

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს ოპოზიცია არ ეთანხმება და საოლქო კომისიების შენობებთან თბილისსა და რეგიონებში აქციებს მართავს. აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულები.

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო საარჩევნო უბნის შედეგები უცვლელი დარჩა, განაცხადა ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს ოპოზიცია არ ეთანხმება და საოლქო კომისიების შენობებთან თბილისსა და რეგიონებში აქციებს მართავს. აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულები.

საოლქო კომისიებმა უნდა გადაამოწმონ საუბნო კომისიების შედეგები და საჩივრების განხილვის საფუძველზე ხმების დათვლის შედეგებს გადახედონ. დღეს მთელი დღის განმავლობაში ამის გაკეთება უწევდათ საშინელი, აუტანელი ხმაურის ფონზე - ოპოზიციამ კომისიების პიკეტირებაში ახალგაზრდები ჩართო, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით საყვირებს აყვირებდნენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აპირებენ.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. გადათვლის შედეგად, ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო - თითო საარჩევნო უბნის შედეგები. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, ამ პროცედურის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მათ საჩივრების განხილვის პროცესი დაასრულეს.

ცესკოში აღნიშნავენ, რომ საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს, აცხადებენ ცესკოში.

ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად ის საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები