საპროტესტო აქცია საბურთალოს საოლქო კომისიასთან: დაკავებულია სამი პირი

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია საბურთალოს საოლქო კომისიასთან: დაკავებულია სამი პირი
საპროტესტო აქცია საბურთალოს საოლქო კომისიასთან: დაკავებულია სამი პირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია ხმების დათვლაზე დასწრების ნებართვას ითხოვს, რასაც ოპოზიციას, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოყვა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საპროტესტო აქციაზე საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სამი პირია დაკავებული.

საოლქო კომისიების სხდომები ქვეყნის დიდ ქალაქებში მომიტინგეების სტვენისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომისიები შედეგების გაყალბებას აპირებენ.

საპროტესტო აქცია საოლქო კომისიათან - Sputnik საქართველო
დაპირისპირება ბათუმის საოლქო კომისიათან: არიან დაშავებულები

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ წევრი შალვა არელიძეა.
ამ წუთებში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიცია ხმების დათვლაზე დასწრების ნებართვას ითხოვს, რასაც ოპოზიციას, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოყვა.

ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად და ასევე აკრედიტირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა ხმების 48,22% აქვს და 13 მაჟორიტარულ ოლქში მოგების შედეგად ის საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი მანდატებზე და 17 ოლქში მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და უქმეებზე თბილისსა და ბათუმში ამ მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

ყველა ახალი ამბავი
0