„ლეიბორისტული პარტიის“ სამი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გამოწერა
პარტიის ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. „ლეიბორისტული პარტიის“ დაკავებული სამი წევრი, რომლებიც გუშინ ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება": არჩევნების ხელახლა ჩატარების საფუძველი არ არსებობს

დაკავებულთა შორის იყო პარტიის სიის მესამე ნომერი და ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილიც.

2 ნოემბერს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შემაჯამებელ სხდომაზე დასწრების ნებართვას და რამდენიმე უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და არც არჩევნების მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რომელიც 16 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს.

გუშინ პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით ახალი მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0