00:12 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)
51 0 0

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება განიხილეს

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

ფაშინიანსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბარი ორშაბათს შედგა. დიალოგისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ფაშინიანმა გახარიას წარმატება უსურვა.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

ხმის უფლება არჩევნებში 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა. გაიხსნა 3,8 ათასი უბანი. ამომრჩეველთა აქტივობამ 56,11% შეადგინა. პოზიცია 1 970 540-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 3 847 უბანზე (100%) ხმების დათვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 48,23%, „ძალა ერთობაშია“ ბლოკმა - 27,16%.

არჩევნების წინასაწარი შედეგების მიხედვით სულ პარლამენტში ხვდება შვიდი პარტია და ორი ბლოკი.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (269)

მთავარი თემები