04:42 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. ამ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის  გადაწყვეტილებით დაინიშნა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დაინიშნა.

„სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდი, ვინაიდან თვითონ თავმჯდომარეს აქვს ზოგიერთი ისეთი უფლებამოსილება, რასაც სხვა ვერ შეასრულებს“, - ამის შესახებ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად სერგო მეთოფიშვილის დანიშვნის თაობაზე.

მეთოფიშვილი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იქამდე დაიკავებს, ვიდრე საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. ამ თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

მთავარი თემები