„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს

© courtesy of Levan Varshalomidzeელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ვარშალომიძე, ასმათ დიასამიძე
ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ვარშალომიძე, ასმათ დიასამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს აცხადებს და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ელგუჯა ბაგრატიონმა. 

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში: ცნობილია წინასწარი შედეგები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.

„საპარლამენტო არჩევნების გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას, დარღვეულია ამომრჩეველთა მთავარი კონსტიტუციური უფლება... ჩვენს მხარდამჭერებთან და პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე“, – განაცხადა ბაგრატიონმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა 3 ნოემბრიდან აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გამართვა დაანონსა და მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46,2% მიიღო, „ნაცმოძრაობამ“ – 33,9%.

ყველა ახალი ამბავი
0