01:30 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)
73 0 0

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა ხმების დათვლის პროცესი

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის, ცესკომ 3 847 საარჩევნო უბნიდან 3 843 უბნის მონაცემი დაამუშავა.

ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემებით, პარლამენტში შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (48,15%) და ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ )27,13%), რომლის შემადგენლობაშიც შედის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

1%–იანი ბარიერი გადალახეს შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა:

– „ევროპული საქართველო“ (დავით ბაქრაძე)  – 3,78%

– „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) – 3,15%

– „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე) – 3,16%

– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%

– „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 2,89%

– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%

– „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

სხვა პარტიები, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო" 1%–იან ბარიერს ვერ ლახავენ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%, მაჟორიტარობის კანდიდატებმა კი ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვონ.

ქვეყანაში არჩევნები პირველად გაიმართა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 16 ოლქში – თბილისის ყველა და რეგიონების რვა ოლქში ჩატარდება. 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)

მთავარი თემები