23:45 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
190 0 0

გასულ წელს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა და დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ნიკა მელიას მხრიდან ელექტრონული სამაჯურის გადაგდების ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას  მიმართა, იუწყება პირველი არხი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე  ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მელიამ მართლსაწინააღმდეგოდ მიიხსნა ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური, ამიტომ საგამოძიებო უწყებას ოფიციალურად ეცნობა.

საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირებას მოახდენს საგამოძიებო უწყება.

გასული წლის ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ დამატებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. მას აეკრძალა სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვება და საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება.

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ გლდანში, სადაც ნიკა მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, მან ამომრჩეველთა ხმების 43,844% მოიპოვა, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა – 42,73%.

 

მთავარი თემები