ცესკო: დათვლილია ბიულეტენების 99 პროცენტზე მეტი

© Sputnik / STRINGERარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99,%-ზე მეტი, ანუ 3847 საარჩევნო უბნიდან 3838  უბნის მონაცემები

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3838 საარჩევნო უბნის მონაცემი.

„ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. თავდაპირველად მმართველ პარტიას ხმების 54%–ზე მეტი ჰქონდა.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

– „ქართული ოცნება“ – 48.16%

– „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.12%

– „ევროპული საქართველო“ – 3,78%

– „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,15%

– „ლელო“ – 3,16%

– „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%

– „გირჩი“ – 2,89%

– „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%

– „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. 

ყველა ახალი ამბავი
0