00:25 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
67 0 0

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. აქციის მონაწილეების კოლონა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ სოლოლაკში მიემართება.

„მესმის ნაკლებრეიტინგიანი პარტიების“ - მდინარაძე ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა >>

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

დემონსტრანტების თქმით, ისინი ყოველდღე შეკრებას აპირებენ, სანამ ხელისუფლება განმეორებით კენჭისყრას არ დანიშნავს.

ამჟამად აქციაზე პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოდიან, აქციაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფება, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99%–ზე (პროპორციული სიები) მეტი, რომლის თანახმად ლიდერობს მმართველი პარტია – „ქართულმა ოცნებამ“  48,16% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,012%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები