ოპოზიცია „გრანდიოზულ მსვლელობას" აანონსებს

გამოწერა
ზუსტად ერთ კვირაში, საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეკრებას და ხელისუფლებისთვის „საკუთარი ძალის" დემონსტრირებას გეგმავენ

თბილისი, 1 ნოემბერი  - Sputnik. ქართული ოპოზიცია, რომელიც არ ეთანხმება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, თბილისშ მასშტაბური მსვლელობა დააანონსა, განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან: ოპოზიციონერი ლიდერები საერთო გეგმას გააჟღერებენ

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

„კვირას, 15:00 საათზე, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მთელი საქართველო გრანდიოზულ აქცია–მსვლელობას გეგმავს, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ვინ არის საქართველო. მანამდე ჩვენ წავალთ ყველგან, ადამიანებს რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ... ახლა მოდუნების დრო არ არის, ახლა შეკრების, წინ წასვლის და გაერთიანების დროა“, – განაცხადა უგულავამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 97%  (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ მმართველმა პარტიამ 48,05% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.


ყველა ახალი ამბავი
0