ვაშაძე: ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით  მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან: ოპოზიციონერი ლიდერები საერთო გეგმას გააჟღერებენ

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას უკვე აქვს კონკრეტულად განსაზღვრული პირველადი სამოქმედო გეგმა.

„ოპოზიცია ვაპირებთ, ვიყოთ ერთიანები. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით... მომავალ კვირას, დღის სამ საათზე მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ.  მანამდე კი იქნება ყოველდღიური პატარა შეკრებები, რომ ვაჩვენოთ ჩვენი საერთო ეროვნული ენერგია, რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, ისინი არ ეთანხმებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, რომლის თანახმად, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 48%–ზე მეტი მიიღო.

„ქართული ოცნება“ ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით კმაყოფილია>>>

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 97%  (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ მმართველმა პარტიამ 48,05% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0