11:08 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)
167 0 0

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც, ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. 

კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ნაბიჯს არ დგამს ეროვნული კონსოლიდაციისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ, რაც სახიფათო შედეგის მომტანია.

„როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში და ამ დროს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ეს სახიფათო შედეგის მომტანია და  საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს“, - წერს კვირიკაშვილი საკუთარ Facebook–გვერდზე.

საქართველოშ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 97%–ის (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ – მმართველმა პარტიამ ხმების 48,05% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან ცესკოს მონაცემებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს.

 


თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (191)

მთავარი თემები