რიჟვაძე: აჭარაში შეგვიძლია ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე

© photo: Sputnikთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის ატვირთული მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ 46.68% მიიღო, ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 34.28%

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. წინასწარი შეფასებით, აჭარაში მმართველი პარტია „ქართული ოცნრბა - დემოკრატიული საქართველო“ მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის უმრავლესობის ნდომა მოიპოვა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

„ჩვენ უკვე გვაქვს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები. ამ შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება ცხადად, დაბეჯითებით ითქვას, რომ ჩვენმა პარტიამ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიიღო მოსახლეობის უმრავლესობის ნდომა და რა თქმა უნდა, ამ შედეგით, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, - განაცხადა რიჟვაძემ.
არჩევნები -2020 - Sputnik საქართველო
ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩევლებს აქტივობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებით, ეს არჩევნები სამართლიან კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოზიციონირებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ამასთან, როჟვაძე აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება და უმრავლესობა მოიპოვა, რაც მათ საშუალებას მისცემთ, ადგილობრივი მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტონ.

„რაც შეეხება უმაღლეს საარჩევნო კომისიის წინასწარ შედეგებს აჭარის არჩევნებთან დაკავშირებით, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უკვე დღეის მდგომარეობით ვიფიქროთ ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებაზე. შესაბამისად, ის მოსალოდნელი პოტენციური მეორე ტურები, რომლებიც გაიმართება სხვადასხვა ოლქებში, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს უმრავლესობას აჭარის უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
არჩევნები -2020 - Sputnik საქართველო
ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

უსკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის შემდეგი მონაცემებია ატვირთული:

  • „ქართული ოცნება“ - 46.68%;
  • „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 34.28%.

5%-იანი ბარიერი წინასწარი მონაცემებით ვერ გადალახა ვერ ერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

  • ბათუმის ოლქი - ტიტე აროშიძე - 42,43%, გიორგი კირთაძე - 34,61%;
  • ქობულეთის ოლქი - ცოტნე ანანიძე - 50,98%, ელგუჯა ბაგრატიონი - 36,08%
  • ხულოს ოლქი - ფრიდონ ფუტკარაძე - 52,86%, გია აბულაძე - 29,11%.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 18 დეპუტატი პროპორციული, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურია მოსალოდნელი ბათუმში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0