17:13 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
111 0 0

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამომრჩეველთა ხმების დათვლის დროს მიღებული შედეგები გარკვეულწილად განსხვავდება ცესკოს მონაცემებისგან

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს.

მიღებული შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“ მიიღო ხმების 45,8%, ხოლო მისმა ძირითადმა კონკურენტმა - ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 26,4%.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამომრჩეველთა ხმების დათვლის დროს მიღებული შედეგები გარკვეულწილად განსხვავდება ცესკოს მონაცემებისგან - ბიულეტენების 97,09%-ის დათვლის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“  მიიღო 48,05%, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

ISFED-ის მიერ დათვლილი ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 45,8% (ცდომილება 0.7%)
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 26.4% (ცდომილება 0.6%)
  • „ევროპული საქართველო - 3.7% (ცდომილება 0.2%)
  • „პატრიოტთა ალიანსი“ -  3.1%  (ცდომილება 0.1%)
  • „ლელო საქართველოსთვის“ - 3.1%  (ცდომილება 0.2%)
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ -  3.0% (ცდომილება 0.1%)
  • „გირჩი“ - 2.8% (ცდომილება  0.2%)
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1.3%  (ცდომილება 0.1%)
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 1.0%  (ცდომილება 0.1%)
  • „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - 0.9% (ცდომილება 0.1%).

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნები შერეული სისტემით წარიმართა: 120 დეპუტატი კენჭს იყრიდა პროპორციული სისტემით, 30 - მაჟორიტარულით. 150 მანდატისთვის 48 პარტია და 2 ბლოკი იბრძოდა.

არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ჰქონდა 3,5 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელთათვისაც 3,8 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. უბნების დახურვის დროისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით 56,11% შეადგინა, კენჭისყრის დღის განმავლობაში საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან 1 970 540–მა მოქალაქემ დააფიქსირა. 

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)

მთავარი თემები