05:02 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნები გაყალბებული და არალეგიტიმურია. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვენ. 

რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, ისინი არ ეთანხმებიან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, რომლის თანახმად, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ამ დროისთვის ამომრჩეველთა ხმების 48%–ზე მეტი მიიღო.

აქციაზე თითქმის ყველა ოპოზციური პარტიის ლიდერი იმყოფება,  რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარდა „პატრიოტთა ალიანსის“ და პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

„დღეიდანჩვენ ყოველდღე შევიკრიბებით, ვიდრე ახალ არჩევნებს არ მოვიპოვებთ“,  – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ტრიბუნიდან.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 97%  (პროპორციული სიები) დათვლის შედეგად, ლიდერობს „ქართული ოცნება“ მმართველმა პარტიამ 48,05% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა ძლამ, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,07%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის რვა და რეგიონების შვიდ ოლქში ჩატარდება.

 

მთავარი თემები