ბურჯანაძე: ჩვეულებრივი დეპუტატის სავარძლისთვის პრინციპებს არ ვუღალატებ

© Sputnik / STRINGERნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილს ბრძოლა არ გამოუცხადა, რასაც შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომაგრება მოჰყვა

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ აპირებს, აღიაროს აღცევნების ლეგიტიმურობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი პარტია 1%-იან ბარიერს გადალახავს და პარლამენტში შევა. ამის შესახებ მან „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.   

„ჯერჯერობით ბათუმის საარჩევნო უბნების მონაცემების დათვლა არ დასრულებულა და დიდი ალბათობით, ჩვენ გადავლახავთ ბარიერს. მაგრამ მე არც ასეთ შემთხვევაში ვაპირებ, რომ ლეგიტიმურად ვცნო არჩევნები. არ ვაპირებ ვაჭრობას ერთ–ორი ადგილისთვის. მე პარლამენტის სპიკერის სავარძელი დავტოვე და საკუთარი პრინციპების შეცვლას ჩვეულებრივი დეპუტატის სავარძლისთვის არ ვაპირებ“, — განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

ბურჯანაძის თქმით, მის პარტიას მინიმუმ 4-5% უნდა მიეღო და არა იმდენი, რამდენსაც ახლა ცესკო აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„მზად ვარ, თავი მსხვერპლად შევწირო“ – სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების პირობა დაასახელა

„ჩვენ 4–5%-ის აღების იმედი გვქონდა. და ეს მხოლოდ იმედი არ იყო. ჩვენ იმ ადამიანების სიაც კი გვქონდა გვარების მითითებით, რომლებიც მხარს გვიჭერენ და მათ მინიმუმ 4% მაინც უნდა შეედგინათ. კიდევ 1% კი, ჩვენი აზრით, ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც თავად, ჩვენი კამპანიის გარეშეც მოგვცემდნენ ხმას“, — განმარტა პარლამენტის ექს–სპიკერმა.

პარტიის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, როგორც მის, ისე მისი მომხრეების წინააღმდეგ, მიზანმიმართული ბრძოლა დაიწყო. ამიტომ საარჩევნო კამპანია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ბევრად მოკრძალებულად ჩაატარეს.

  • „მოვიდა რა ხელისუფლებაში, ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილთან ებრძოლა, ჩემ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. და მიიღო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  მომაგრდა და პრეტენზია აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ლამის  ხმათა 30%-ით“, — თქვა ბურჯანაძემ

ამასთან პოლიტიკოსი გამოტყდა, რომ აქვს მოქმედების მკაფიო გეგმა. მისი თქმით, არჩევნებით პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრია უკმაყოფილო და არ აღიარებენ მის ლეგიტიმურობას. დიდი ალბათობით, ისინი განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0