თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს

© Sputnik / Seyran Baroyanარჩევნები 2020
არჩევნები 2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები პრესკონფერენციაზე შეაფასეს

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუებისა და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა როგორც თავისუფალი, რის შესახებაც მისიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
CDD - კენჭისყრის პროცესმა, მთლიანობაში, მშვიდ გარემოში ჩაიარა

ხმის მიცემის პროცესს არჩევნებზე ორგანიზაციის 28 წარმომადგენელი აკვირდებოდა.

„საქართველოში არჩევნებზე მთლიანობაში დაცული იყო თავისუფლების გამოხატვა“, — განაცხადა ODIHR–ის  ოფისის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ხმის მიცემის პროცესში შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ელემენტებიც.

პრესკონფერენციაზე საკუთარი მოსაზრება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასევე გამოთქვეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

„ამ არჩევნების ჩატარებით საქართველო წარმოაჩენს, რომ არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებშიც არის შესაძლებელი... ეს არჩევნები მთლიანობაში თავისუფალი იყო“, — აღნიშნა ნატის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოსმან აშკინ ბაკმა.

ბაკს იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი ახლო მომავალში წარადგენს ახალ დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ცესკო - Sputnik საქართველო
საია უკმაყოფილოა: ახალგაზრდა იურისტები ცესკო-ს მუშაობას უარყოფითად აფასებენ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3735 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 97,09%.

ამ მონაცემების თანახმად პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 48.05%, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.07%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,18%, „ლელო“ – 3,17%, „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,92%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,34%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ყველა ახალი ამბავი
0