ანა მიქელაძე: საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შემოსული

© Sputnik / Shota Nozadzeანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო ადმინისტრაცია აპირებს, დეტალურად შეისწავლოს ყველა საჩივარი, რის შემდეგაც თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნება

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული, რომელთა უმეტესობაც დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე,  განაცხადა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება. საოლქო საარჩევნო კომისიებში ასევე სხვა მოთხოვნების შემცველი საჩივრებიც არის შესული“, — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, აქედან გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილად ცნობაზე — 16. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს — ამაზე 23 საჩივარია დაწერილი.

  • „ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის ყველა საჩივარს და თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3 726 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 96.85 პროცენტი რომლის თანახმადაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს 48.06%-ით. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27.07%-ით. 

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0