სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ სრულიად გაყალბებული არჩევნების გაფორმებას ცდილობს

გამოწერა
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ მათ წარმომადგენელ კომისიის წევრებს მმართველი გუნდი გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოწერას სთხოვს

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანაში გააუქმა დემოკრატია და დემოკრატიული პროცესი, ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებს მმართველი გუნდი სთხოვს, ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს.

„მინდა საჯაროდ მივმართო ჩვენი კომისიის წევრებს: მთელ საქართველოში მიმდინარეობს ქართული ოცნების მიერ მცდელობა, გაფორმდეს სრულად გაყალბებული არჩევნები. ამ მიზნით, კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ სრულად გაყალბებულ ოქმებს. საზოგადოებამ ნახა ამ ოქმების ასლები, ეს არის დაცინვა საზოგადოების და არჩევნების პროცესის. ჩვენ მივეცით მითითება ყველა ჩვენს კომისიის წევრს, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ არავითარი ზეწოლის, არავითარი მუქარის შემთხვევებში“, — ამბობს სამადაშვილი.

ამასთან მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ოფიციალურად გამოიწვიოს კომისიის წევრები შესაბამისი კომისიებიდან, რაც მათი აზრით, „არის სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც“.

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკი ცესკო–ს მიერ პირველადი ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო და პარლამენტთან საპროტესტო აქციები დააანონსა. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0