14:50 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
53 0 0

სულხან სალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს ცესკო-ს მუშაობას. 

აღნიშნულის შესახებ საია განცხადებას საკუთარ საიტზე აქვეყნებს.  

საიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესების სანდოობის საქმეში, რის უზრუნველყოფაც საარჩევნო ადმინისტრაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ შეძლო. 

„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა“, — აცხადებს საია.

გარდა ამისა, საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ეს იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3 484 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 90,56%, რომლის თანახმადაც არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს 48.13%-ით. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.8%-ით. 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები