არჩევნები 2020: ცნობილია, ვის მისცეს ხმა ავღანეთში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა

© Sputnik / Alex Shlamovსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანურ მისიაში 900-მდე ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმეტესობა „ქართულმა ოცნებას“ მისცეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ავღანურ მისიაში 900-მდე ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ავღანეთში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ №1 ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ხმების 93% (697 ხმა), ხოლო №2 მაზარი-შარიფის ბაზაზე 84,7 % (111 ხმა) მიიღო.

არჩევნების დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურად წარგზავნილმა ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები და ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი ელექტრონულად გაუგზავნა.

ირაკლი კობახიძე
 - Sputnik საქართველო
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0