თამარ ჟვანია: პოლიტიკური სუბიექტების ბრალდება სრული აბსურდია

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოს დათვლილი შედეგების სიზუსტეს ამტკიცებს როგორ საერთაშორისო დასკვნები და შეფასებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებიც

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. შეფასებები, თითქოს ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

მისი განცხადებით, ცესკო ემსახურება ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს, და რომ ცესკოს დათვლილი შედეგების სიზუსტეს ამტკიცებს როგორ საერთაშორისო დასკვნები და შეფასებები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებიც.

„თითოეულ უფლებამოსილ პირს შეუძლია, აიღონ ხელში არსებული ოქმი და შეადარონ იმ ოქმებს, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული. შესაბამისად, ის არასერიოზული შეფასებები, რომლებიც გულისხმობს, რომ გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის, იქნება ეს ოლქი თუ ცესკო, არის აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან წაშლილი აქვს“, — განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

ცესკო–ს თავმჯდომარემ განმარტა, რომ შემაჯამებელ ოქმებს საარჩევნო უბნებში პოლიტიკური პარტიების 80 ათასზე მეტი წამომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, მედია და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები აკონტროლებენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0