ცნობები უცხოეთიდან: ვაშინტონში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები
საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაშინგტონში სულ რეგისტრირებული იყო 719 ამომრჩეველი, აქედან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 174-მა კაცმა მიიღო

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღებს ვაშინგტონში მცხოვრებმა ქართველებმა, სადაც ბოლო მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, იუწყება „რუსთავი 2“.

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
ცესკოს ახალი მონაცემები: დათვლილია ხმების 66,44 პროცენტი

აშშ–ის დედაქალაქში სულ რეგისტრირებული იყო 719 ამომრჩეველი, აქედან არჩევნებში 174-მა მიიღო მონაწილეობა.

არსებული ინფორმაციით 58-მა ამომრჩეველმა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, 52 ხმა აქვს „ქართულ ოცნებას“, ორი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

„უკვე მოხდა ხმების დათვლა. სულ მოსული იყო 174 ამომრჩეველი. მონაცემები ყუთიდან ამოღებული კონვერტებისა, დაემთხვა მოსული ამომრჩევლების ხელმოწერილი და გაცემული ბიულეტინების რაოდენობას. პირველ ადგლზე გავიდა საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაბა“ 58 ხმით“, — განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხათუნა ხვიჩიამ.

ვაშინგტონში დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: „გირჩი“ — 23 ხმა, „ევროპული საქართველო“ — 13 ხმა, „ლელო“ — 10 ხმა.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0