ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არ ცნობს: იგეგმება დიდი მიტინგი

© Sputnik / STRINGER„ნაცმოძრაობა“ პარლამენტთან
„ნაცმოძრაობა“ პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია არ ეთანხმება ცესკოს მონაცემებს და მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ ხმები მოპარა

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციამ საქარტველოს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და კვირას საპროტესტო აქცია დააანონსა რუსთაველის პროსპექტზე.

 „ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. ეს არ იყო არჩევნები და ყველამ დავინახეთ რასთან გვქონდა საქმე“. — განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, „გადაწყვეტილება მიღებულია“, რომ არ დაუშვებენ ხელისუფლების მიტაცებას.

ცესკო - Sputnik საქართველო
ინციდენტი ცესკოში: თამარ ჟვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

ოპოზიციური პარტიების საგანგებო თათბირი მელიას შტაბში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ცესკომ არჩევნების შედეგების გამოცხადება დაიწყო. იმავდროულად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ცესკოსთან მივიდნენ პლაკატებით „ცესკო ხმებს გვპარავს“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 1941 საარჩევნო უბნის მონაცემი.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართულ ოცნება“ – 49.98%
  • „ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.42%
  • „ევროპულ საქართველო“ – 3,82%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,29%
  • „ლელო“ – 3,1%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,05%
  • „გირჩი“ – 2,83%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,32%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ცესკოს 30 უბნიდან 29–ის მონაცემები აქვს. ამ მონაცემებით მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ახმეტაში, ყვერელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.


ყველა ახალი ამბავი
0