მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია რევოლუციური სცენარის ამოქმედებას ცდილობს

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. 

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik.  ცესკოს თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ადრე დაანონსებული რევოლუციური სცენარი მოქმედებაში მოიყვანონ, განაცხადა მმართველი პარტია  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ინციდენტი ცესკოში: თამარ ჟვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

დაახლოებით ნახევარი საათის წინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როდესაც თავმჯდომარე თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცესკოს წევრებმა „ქართული ოცნების“ მაღალი შედეგი გააპროტესტეს.

„ცესკოში ადგილი ჰქონდა საბოტაჟის ფაქტს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორჯერ შეაწყვეტინეს ბრიფინგი, რათა ის რაღაც რევოლუციური სცენარი, როგორმე მოქმედებაში მოიყვანონ. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში ტყუილზე დაფუძნებული მუხტის აწევას ადგილი ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ცესკოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე მიმართა.

 საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში ოირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0