ნინო ბურჯანაძე: „არ ვაპირებ გადმოგდებულ მანდატებზე თვალის დახუჭვას“

© Sputnik / STRINGERნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძის თქმით, ის თანაპარტიელებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ოქმი რომელიც თანდათან შემოვა, საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრდეს, ან თავიდან მოხდეს უბნების გადათვლა.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველო“ აპირებს 31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული ხმებისთვის იბრძოლოს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „მთვარის“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე, ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ კი, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნებზე მიღებული ხმების დაცვის აუცილებლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობა და მიღებული შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა.

„არ ვაპირებ გადმოგდებულ მანდატებზე თვალის დახუჭვას და მადლიერებით ბიძინა ივანიშვილისგან მოწყალების მიღებას, თუ არაფერი არ ამიღია,  არ მინდა საერთოდ არც ერთი მანდატი, მაგრამ რაც ავიღე და რა ხმაც მომცა მოსახლეობამ,  შევეცდები და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბოლომ დავიცვა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
ცესკოს პირველი მონაცემები: „ქართული ოცნება" – 54,72%, „ძალა ერთობაშია" – 23,61%

ბურჯანაძის თქმით, უპრეცენდენტო შემთხვეაა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამდენი ხნის მანძილზე ოქმების ატვირთვა არ დაუწყია. მას შემდეგ რაც მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, 75 დან 30 მდე შემცირდა, ბიულეტენები გაცილებით მარტივი დასათვლელია. მით უმეტეს, რომ წინა არჩევნებზე ამ დროს უკვე ნახევარზე მეტი ოქმი ატვირთული იყო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ის თანაპარტიელებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ოქმი რომელიც თანდათან შემოვა, საჭიროების შემთხვევაში გასაჩივრდეს, ან თავიდან მოხდეს უბნების გადათვლა.

„თუ ჩვენ შევეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა ახლა არჩევნები იყიდა, მაშინ საერთოდ ვისაც ოდნავ თავმოყვარეობა გვაქვს უნდა ავიკრიფოთ გუდა-ნაბადი და წავიდეთ ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი აქ აღარ იქნება. აქ აღარ არის ლაპარაკი არც პარლამენტზე, არც პოლიტიკოსობაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს საქართველოს უნდა ეჩვენებინა და მე ვფიქრობ რომ ხალხმა აჩვენა მთელ მსოფლიოს,  რომ ყველაფრის ყიდვა საქართველოში არ შეიძლება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, უნდა ისწავლოს ივანიშვილმაც და ნებისმიერმა მომავალმა ხელისუფლებამაც, რომ არჩევნების გაყალბება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

​ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქმები დაგვიანებით ან დაუბალანსებელი იტვირთება ცესკოს ვებგვერდზე, უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა.

„ზოგიერთ შემთხვევებში ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობის ჯამი და ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა აღემატება ბათილი ბიულეტენებისა და სუბიექტებისთვის მიცემული ხმების რაოდენობის ჯამს, რაც ბუნებრივია, რადგანაც სპეციალურ უბნებზე, რიგი ამომრჩევლის შემთხვევაში, ამომრჩეველს არ ჰქონდა, გარდა პროპორციულისა, მაჟორიტარული ან სხვა წესით ხმის მიცემის უფლება. შესაბამისად, მეტი სიცხადისთვის, გვინდა განვმარტოთ, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა საბოლოო ჯამში იქნება დაცული და უზრუნველყოფილი მათი ნების გამოვლენა“, – განაცხადა სანტურიანმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

საქართველოში პირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0