ცესკოს პირველი მონაცემები: „ქართული ოცნება" – 54,72%, „ძალა ერთობაშია" – 23,61%

© photo: Tamar Zhvania / FBთამარ ჟვანია
თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჯვანიას განცხადებით, 3847 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით.

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 28,8% დაითვალა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

ამ დროისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 847 საარჩევნო უბნიდან 1085 უბნის მონაცემები დაამუშავა, რომლის თანახმად, პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 54,72% (193 418 ხმა)

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 23,61% (83 447)

 „ევროპული საქართველო“ (დავით ბაქრაძე) – 3,99% (14 117)

 „პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი) – 3,34 (11810)

„ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე)– 2,66% %(9 408)

„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46% (8705)

„გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე) – 1,91% (6 753).

გამსვლელი ბარიერის გადალახვის ზღვარზე არიან „ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი) და „მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. საქართველოში ოირველად არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.  საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ასევე მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები.

ყველა ახალი ამბავი
0