დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას - მიხეილ სააკაშვილი

© photo: Sputnikმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზიტპოლების შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და აცხადებს, რომ კონკურენციის დრო არ არის, რადგან როგორც კი საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა, ივანიშვილმა გაყალბება დაიწყო.

„მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს აქტივისტს, საარჩევნო უბნებზე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, ბოლომდე იდექით მაგრად. დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას. არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი იმიტომ, რომ ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს“, - აცხადებს სააკაშვილი.

 

ეგზიტპოლების შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე, ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ კი, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0