ოპოზიცია ცესკოს: დროულად გამოაქვეყნეთ შედეგები და გაასაჯაროვეთ გაუქმებული ბიულეტენები

გამოწერა
ეგზიტპოლების შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი  — Sputnik.  ჩვენი პასუხისმგებლობა სისუსტეში არ აგერიოთ, დროულად გამოაქვეყნეთ არჩევნების შედეგები და გაასაჯაროვეთ  ყველა გაუქმებული ბიულეტენი, განაცხადა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ქუთაისში საარჩევო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე. 

ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე რამდენიმე ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს. ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე, ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ კი, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა.

„ქუთაისში კლოუნადის მომსწრეები გავხდით  ამომრჩეველიც, მედიაც დამკვირვებლებიც – ყველაფერი მომზადებული იყო რომ 2018 წლის შედეგი გაემეორებინათ. ცეკსკომ გადააცილა ყველა ვადას, როდესაც ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებულიყო დროულად გამოაქვეყნეთ  შედეგები და გაასაჯაროვეთ ყველა გაუქმებული ბიულეტენი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით რეიტინგული ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების" კანდიდატ ზაზა ლომინაძემ ხმების 29%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 50% მიიღო.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0