23:50 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
8101

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს

თბილისი, 31 ოქტომბერი  – Sputnik. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წინასწარი გამოცხადებული ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა. ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი შედეგი ხმების დათვლის შემდეგ გამოცხადება.

„ჩემი ინფორმაციით ყველა ეგზიტპოლზე დაახლოებით მოსახლეობის 50% არ აფიქსირებდა საკუთარ პასუხს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები იქნება საბოლოო ჯამში, მთავარია ახლა ყველა ხმა დავიცვათ. რაც შეეხება საარჩევნო დღის შეფასებას, ამას ჩვენ ვნახავთ და წინასწარი ზეიმები და წინასწარი ყიჟინის ატეხვა, ჩემი აზრით, უბრალოდ არალოგიკურია, დაველოდოთ რეალურ შედეგებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს.

ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები