ეგზიტპოლი Formula TV: „ქართული ოცნება" - 46%, „ძალა ერთობაშია" - 28%

© Sputnik / Seyran Baroyanარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის უკვე ცნობილია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

თბილისი, 31 ოქტომბერი  – Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების“  ხმების 46%–ს იღებს, მისი მთავარი მოწინააღმდეგე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ 28%–ს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია Edisson Research–მა ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით შეადგინა.
1% ბარიერი გადალახეს:

–  „ევროპული საქართველო" - 5%

–  „გირჩი" - 3%

– „ლელო" - 3%

– „პატრიოტთა ალიანსი" - 2%

– „სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%.

ეგზიტპოლი – გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება.  იგი არ არის იურიდიული ძალის მქონე, უბრალოდ ასახავს არჩევნების საერთო ტენდენციას.

ყველა ახალი ამბავი
0