06:38 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
61 0 0

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში.

„დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს“, - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთო/ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ.

ამჟამად არჩევნებს საქართველოში 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციიდან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

არჩევნებზე მთავარი კონკურენტები არიან „მარადიული მტრები“ - ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის იმედს მაინც არ კარგავს.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები