„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მოგების აღნიშვნისათვის ემზადებიან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსცენის მონტაჟი „ქართული ოცნების“ ოფისთან
სცენის მონტაჟი „ქართული ოცნების“ ოფისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომელი მათგანი - „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ - გაისვრის გამარჯვების ფოიერვერკებს, ცნობილი უკვე რამდენიმე საათში გახდება

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ამ საღამოს იგეგმება ერთბაშად ორი საზეიმო მიტინგი - საპარლამენტო არჩევნებზე მოგების აღნიშვნას გეგმავს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიცური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არჩევნებზე 130-მდე დარღვევა დააფიქსირა >>

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

არჩევნებზე მთავარი კონკურენტები არიან „მარადიული მტრები“ - ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის იმედს მაინც არ კარგავს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსცენის მონტაჟი „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მოგების აღნიშვნისათვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
სცენის მონტაჟი „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან

ძველ თბილისში „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან დღესასწაულისთვის მზადება მიმდინარეობს: მონტაჟდება მონიტორები და სცენა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი: გაიცანით მთავარი კანდიდატები

„პარტიის ცენტრალური ოფისის შენობის წინ მონტაჟდება მონიტორები და სცენა. ტრადიციულად, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე აქ შეიკრიბებიან „ქართული ოცნების“ მომხრეები. მოგვიანებით მათ შეუერთდებიან პარტიის ლიდერები“, - განუცხადეს Sputnik-საქართველოს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ტრადიციულად შეიკრიბებიან პარტიის მთავარ ოფისთან და დამონტაჟებული მონიტორებიდან ეგზიტპოლების შედეგებს დააკვირდებიან.

გამოჩნდება თუ არა ცაში ფოიერვერკები და პარტიის ფერის - ლურჯი ბუშტები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ის, მოსალოდნელია თუ არა პარტიის ლიდერების პოლიტიკური მიმართვები.

ნანატრი გამარჯვების მოლოდინშია მომხრეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობაც“.

© Sputnik / Alex Shlamov„ნაციონალური მოძღაობის“ მზადება გამარჯვების აღსანიშნავად
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მოგების აღნიშვნისათვის ემზადებიან - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძღაობის“ მზადება გამარჯვების აღსანიშნავად

„შვიდი საათიდან ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, იქიდან ეგზიტპოლების შედეგებს ვადევნებთ თვალს. დამონტაჟდება მონიტორები. იქნება თუ არა პოლიტიკოსების გამოსვლები, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი“, - განუცხადეს Sputnik-საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში.

ანა დოლიძე - Sputnik საქართველო
ქალები ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ: დეპუტატობის ყველაზე კაშკაშა კანდიდატები საქართველოში

პარტიამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აცნობა მერიას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“ 31 ოქტომბერს, შაბათს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ტერიტორიაზე მშვიდობიან საჯარო შეკრებას გეგმავს. ეს ცნობად მივიღეთ“, - განუცხადეს Sputnik-საქართველოს მერიის პრესსამსახურში.

ამგვარად, თუ შეიკრიბება მომხრეების ძალიან დიდი რაოდენობა, რუსთაველის გამზირი შეიძლება გადაიკეტოს, ამ შემთხვევაში წესრიგს სამართალდამცველები დაიცავენ, აღნიშნა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგ ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

უბნების დახურვისთანავე ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0