თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის №55–ე უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, იუწყება მედია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც კონფლიქტის მხარეთა დამშვიდებას ცდილობს, თუმცა დაპირისპირება გრძელდება.
თვითმხილველების თქმით, ისმოდა სროლის ხმებიც.
ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში უბნის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა შეხაშემოხლა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.