15:41 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
93 0 0

საქართველოში არჩევნები პირველად ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ყველა ამომრჩეველი, კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პირბადეებით იყვნენ

თბილისი, 31 ოქტომბერი  – Sputnik.  საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები დასრულდა – 20:00 საათზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დაიხურა. 

საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პარლამენტი შერეული სისტემით ბოლოჯერ აირჩიეს, სადაც 150 ადგილიდად 120 პროპორციული სისტემით, 30 კი მაჟორიტარულით გადანაწილდება. საქართველოში მომდევნო არჩევნები 2024 წელს მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ია, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც საკუთარ ოლქში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 50%–ზე მეტს მიიღებს.

პროცედურები არჩევნების შემდეგ: როდის ეყოლება საქართველოს ახალი მთავრობა>>>

არჩევნების გამართვისთვის სახელმწიფომ 42,8 მლნ ლარი გამოყო, კიდევ 23 მლნ პარტიებმა საკუთარი სახსრებიდან დახარჯეს.

დეპუტატებს მთლიანობაში 3 526 023 ამომრჩეველი ირჩევს, საიდანაც 3 511 853 საქართველოში ცხოვრობს, დანარჩენი 14 170 – საზღვარგარეთ.

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის მიუხედავად.

კორონავირუსის პანდემია

წელს საქართველოში არჩევნები უჩვეულო გარემოში –  მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩატარდა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არჩევნები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდა – ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე პირბადით მივიდა, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. კენჭისყრის დროს კი იყვნენ პირბადეებში, დამცავ ფარებსა და ერთჯერად ხელთათმანებში იყვნენ. 

არჩევნებზე - როგორც ომში!
არჩევნებზე - როგორც ომში!

ამასთან, კენჭისყრის მთელი პროცესი იყო პირდაპირი, არანაირი დისტანციური კენჭისყრა ან წინასწარ გახსნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილე სუბიექტები 

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა>>>

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის, საიდანაც 2 532 უპარტიოა – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

მაჟორიტარული სისტემით 30 ადგილისთვის კი 485 კანდიდატი იბრძვის, აქედან 149 თბილისის რვა ოლქში. თბილისში 1 ადგილზე 18 ადამიანი იბრძვის, რეგიონებში კი 15 ადამიანი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები