„კობახიძე შოკშია“ - ოპოზიციამ ბრალდებებს უპასუხა

© Sputnik / Levan Avlabreliდიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძის ბრალდებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებმა უპასუხეს, რომლებიც მან პროვოკაციების მთავარ კოორდინატორებად დაასახელა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ნიკა მელიამ და დიმიტრი შაშკინმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უპასუხეს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: მათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ

მანამდე კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრის დღეს ცალკეულ საარჩევნო ოლქში ელექტროშოკებითა და ხელკეტებით შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებს. პროვოკაციების ორგანიზატორებად მან დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და ნიკა მელია დაასახელა.

„ისეთ შოკში არიან, არ იციან, ვის რა დააბრალონ“, — განაცხადა შაშკინმა.

უფრო მეტიც, შაშკინის თქმით,  კობახიძეს „ფსიქიატრის სერიოზული დახმარება სჭირდება“.

რაც შეეეხება ნიკა მელიას, მან საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კობახიძეს მიმართა: „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს“.

აღსანიშნავია, რომ ეს მმართველი პარტიის ლიდერების, კერძოდ, ირაკლი კობახიძის მხრიდან, პირველი განცხადება არ არის იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბერს სერიოზული პროვოკაციები მზადდება, რისთვისაც „რევოლუციური შტაბიც“ კი შეიქმნა ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. თავის მხრივ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0