სკანდალი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე: უკრაინელი დეპუტატები საქართველოში არ შემოუშვეს

© photo: Sputnik / Evgeny Kotenko / გადასვლა მედიაბანკშიპიკეტი კიევში
პიკეტი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინელი დეპუტატების საქართველოში არჩევნებზე ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სკანდალზე ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ახალი სკანდალი აგორდა: უკრაინელმა დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ (Слуга народа) ლიზა იასკომ განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებს კენჭისყრაზე დაკვირვებისთვის საქართველოში არ უშვებენ.

იასკოს ინფორმაციით, უკრაინის რადის დაახლოებით 30-მა დეპუტატმა სამი ფრაქციიდან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით პარასკევი–შაბათის ღამეს საქართველოში ვიზიტი დაგეგმა.

არჩევნები საქართველოში შაბათს იმართება. „ნაცმოძრაობამ“, გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება – ის სამშობლოში რიგი დანაშაულების გამო მსჯავრდებულია.

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

„საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღების შესახებ. ეს სამწუხაროა, რადგან საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველია. ამ გამჭვირვალობას... სხვა ყველაფერთან ერთად, დამკვირვებლები უზრუნველყოფენ. გვეგონა, რომ დამკვირვებლების ჩასვლა მეგობარი პარტნიორი ქვეყნიდან სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მორიგი გამოვლინება უნდა ყოფილიყო“, – დაწერა იასკომ თავის „ფეისბუქ“-გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა იმუშაოს საქართველოს არჩეულ პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ ვინ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობას და პრემიერის სავარძელს.

მაგრამ, მაინც, მისი თქმით, უკრაინელი დეპუტატებისთვის არჩევნების მონიტორინგის განხორციელებაში შექმნილი დაბრკოლება შეშფოთებას იწვევს. იასკომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიცვან ევროპული სტანდარტები, კანონები და კონსტიტუცია.

შეთქმულება ხელისუფლების წინააღმდეგ?

ამავდროულად თავად კიევში განაცხადეს, რომ უკრაინული დელეგაცია საქართველოში „ხელისუფლების უკანონო დამხობის სპეცოპერაციის“ მხარდაჭერას გეგმავდა. სკანდალური განცხადება გააკეთა საინფორმაციო სააგენტო Новини України-ს დირექტორმა ოლეგ დეინეკამ საინფორმაციო სააგენტო ГолосUA-ში პრესკონფერენციაზე.

„ცნობილი გახდა, რომ 31 ოქტომბერს, ღამის ზუსტად 2 საათზე „ბორისპოლის“ აეროპორტიდან, ორივე სახელმწიფოს – საქართველოსი და უკრაინის – საკარანტინო ნორმების დარღვევით უკრაინის ტერიტორიას უმაღლესი რანგის 49 სახელმწიფო ჩინოვნიკი დატოვებს – 49 სახალხო დეპუტატი და რვა პროსახელისუფლო პარტიის „ხალხის მსახური“ სამდივნოს თანამშრომელი, რათა ამავე დღეს, 31 ოქტომბერს, 08:00-დან 20:00 საათამდე მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობის პოლიტიკურ სპეცოპერაციაში და შეიარაღებული აჯანყების შეგნებულ პროვოკაციაში მთიან რესპუბლიკაში“, – განაცხადა დეინეკამ.

მისი თქმით, „საქართველოში უკრაინული პოლიტდესანტის“ მოვალეობაში შედიოდა ქართველი ამომრჩევლისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ნდობის განადგურება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაზე განცხადებების გაკეთებით.

არჩევნები - Sputnik საქართველო
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 28-კაციანი დელეგაცია დააკვირდება

უკრაინული „ხალხის მსახურის“ „ღამის დესანტის" ამოცანაა ამ შეთითხნილი განცხადებების შეტანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის მუდმივ დელეგაციას ელიზავეტა იასკო ხელმძღვანელობს, განაცხადა დეინეკამ.

რეაქცია

„ნაცმოძრაობაში“ უკრაინელი დამკვირვებლებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა შეაფასეს, როგორც განზრახული დაბრკოლება.

ოპოზიციური „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებისა და უმაღლესი რადის დეპუტატების დელეგაციას საქართველოსთან არჩევნებზე დამკვირვებლის სახით ჩამოსვლაზე ფორმალური თანხმობა ჰქონდა, მაგრამ ჩარტერული რეისი მოულოდნელად გააუქმეს. 50-კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების პასუხს გვიან ღამემდე ელოდა.

საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0