08:39 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
48 0 0

„ქართული ოცნება" ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციებს ელოდება.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრის დღეს ცალკეულ საარჩევნო ოლქში ელექტროშოკებითა და ხელკეტებით შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 

აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის ლიდერების, კერძოდ, კობახიძის მხრიდან არჩევნების დღეს შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით პირველი არ არის. კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

„ხვალ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე – დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე. ჩვენთვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ეკიპაჟების გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.

„ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება კანონის შესაბამისად დაისჯება და მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები