18:42 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
134 0 0

ცესკოს მონაცემებით, კასპის, თერჯოლის, ონის, ხარაგაულისა და ქუთაისის მერობისთვის 26 კანდიდატი იბრძვის.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში – კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში მერების არჩევნები გაიმართება.

ცესკოს მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მერის პოსტზე 26 კანდიდატია წარდგენილი.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ორ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატები ხუთივე მუნიციპალიტეტში ჰყავთ. „პატრიოტთა ალიანსს“ – სამ მუნიციპალიტეტში, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „ლელოს“ კი ორ მუნიციპალიტეტში. 

კასპში მერობის კანდიდატები არიან გიორგი ხელაშვილი („ევროპული საქართველო“), ნუგზარ ნონიაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ილია კიტრიაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ოთარ ქოსაშვილი („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), ვახტანგ მაისურაძე („ქართული ოცნება“).

ონში მერობის კანდიდატები არიან ჯონი გობეჯიშვილი („ევროპული საქართველო“), ნოდარ ბურდილაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თამაზ მეტრეველი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), დავით ჩიკვაიძე („ქართული ოცნება“).

ხარაგაულში კანდიდატებად დასახელებული არიან ბესიკ ყურაშვილი („ევროპული საქართველო“), თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თეიმურაც ფცქიალაძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება“), მიხეილ ჭიპაშვილი („ლელო“).

შსს–ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით>>>

თერჯოლაში კენჭისყრაში მონაწილეობენ როლანდ მესხი („ევროპული საქართველო“), ვალერი ბოჭორიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ლაშა გოგიაშვილი („ქართული ოცნება“), ნიკა მემანიშვილი („ლელო“).

ქუთაისში მერობისთვის იბრძვიან ამირან ძოწენიძე („ევროპული საქართველო“), კახაბერ ჩახუნაშვილი („ტრიბუნა – ქდმ“), გრიგოლ შუშანია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ირაკლი კიკვაძე („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“), გაგა გოგრიჭიანი („თავისუფალი საქართველო“), ანდრო ლოსაბერიძე („სტრატეგია აღმაშენებელი“), ირმა პეტრიაშვილი („სოციალური სამართლიანობისთვის“) და იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“).

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები