07:05 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
9510

ე.წ. „წითელი ზონის“ სიიდან ამიღეს ის ქვეყნები, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე შვეიცარიაში.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიამ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის საქართველო, ე.წ. „წითელი ზონის“ ჩამონათვალიდან ამოიღო, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

„წითელ ზონაში“ ის ქვეყნები და რეგიონები რჩებიან, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ის რაოდენობა მოდის, რაც შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება.

ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ სიაში“ შედიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. გარდა ამისა, „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. ამ ქვეყნებისა თუ რეგიონების მოქალაქეებს, შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევთ.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი 8 616 დაფიქსირდა. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, აკრძალულია ბარებსა და რესტორნებში ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ყოფნა. აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

მთავარი თემები