01:18 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
52 0 0

კიდევ ერთმა გამოკითხვამ, რომელიც ოპოზიციური ტელეარხის დაკვეთით ჩატარდა, აჩვენა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქართული პარტიების რეიტინგის ლიდერია. რეიტინგი ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა შეადგინა.

კვლევა 17–27 ოქტომბერს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარდა. გამოიკითხა 2 ათასი ადამიანი. ცდომილება 2,2%-ს შეადგენს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი – 25% მზადაა არჩევნებზე მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს. 18%-ით მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბლოკი „ძალა ერთობაშია“.

ამომრჩევლის ერთნაირი მხარდაჭერა – ოთხ–ოთხი პროცენტი აქვთ ოპოზიციურ „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. პარტიების ხუთეულში 3%-ით მოხვდა ასევე „ლელო საქართველოსთვის“.

დანარჩენი პარტიები ამგვარად გადანაწილდნენ:

  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „გირჩი“ – 1%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1%
  • „ერთიანი საქართველო“ – 1%
  • „ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1%
  • სხვა პარტიები – 1%
  • პასუხზე უარი განაცხადა რესპოდენტების 41%-მა.

ალოკაციის შემდეგ მიღებული კვლევის შედეგები ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. ალოკაცია – არის იმ რესპონდენტების ხმების განაწილების მეთოდი, რომლებმაც ფავორიტი პარტიის პირდაპირ დასახელებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ ამის განსაზღვრა დამატებით კითხვებზე პასუხების მიხედვით არის შესაძლებელი.

ამგვარად ლიდერთა მხარდამჭერები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ:

  • „ქართული ოცნება“ – 40%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბლოკი „ძალა ერთობაშია“ – 33%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 7%
  • „ევროპული საქართველო“ – 7%
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 4%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „გირჩი“ – 2%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
  • „ერთიანი საქართველო“ – 1%
  • „ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1%
  • სხვა პარტიები – 1%

კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის 49%-მა განაცხადა, რომ სურს ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გზით, 26% ამის წინააღმდეგია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები