01:35 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)
26 0 0

კონსერვატიულმა პარტიამ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ავტომსვლელობა მოაწყო დევიზით „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად“.

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა კონსერვატორებმა თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში ავტომსვლელობა მოაწყვეს ლოზუნგით „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად“.

როგორც აქცია–პერფომანსის დაწყების წინ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, მსგავსი აქციები არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე ყოველდღე მოეწყობა.

„სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად“ – ეს კონსერვატორების ერთ-ერთი სლოგანია... ვფიქრობ, ყოველდღე უნდა გავიმეოროთ ეს ფრაზა, ყოველდღე ვაკეთებდეთ რაღაც აქციებს და ყოველდღე მოვუწოდებდეთ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ ცხოვრებაში იყოს ნაკლები ნარკოტიკი და რაც შეიძლება მეტი სპორტი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კონსერვატიული პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლამდე შედიოდა. კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ კონსერვატორები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. ჯანმრთელი ცხოვრების წესი მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)

მთავარი თემები