06:49 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
69 0 0

იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დამატებით ერთი დღე ეძლევათ, რათა დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება მოითხოვონ.

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. იზოლაციაში მყოფი პირები გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას 27 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე შეძლებენ, ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან განთავსების ადგილის მიხედვით. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0).

იზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე ეწურებოდათ, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 45-ე დადგენილებაში ცვლილება შეიტანა. ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დამატებით ერთი დღე ეძლევათ, რათა დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება მოითხოვონ.

არჩევნები საკარანტინო ზონებში: მთავარი წესები და კენჭისყრის პროცედურა>>

აღნიშნული ინიციატივა ცესკოს სხდომაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემ დააყენა. მისი თქმით, იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა იზრდება და ვადის გადაწევით უფრო მეტ მოქალაქეს მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შანსი.

იზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა – 900-მდე ადამიანმა ოფიციალურად მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათთვის გადასატანი საარჩევნო ურნის გამოყოფის თხოვნით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმ საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

აღნიშნულ ლოკაციებზე არჩევნებს ჩაატარებენ სპეციალური 12-კაციანი ჯგუფები. ამ სპეცჯგუფებში არ შევლენ 60 წელს გადაცილებულ პირები და ისინი, ვისთვისაც დიდი დროით ნიღბის ტარება რთულია ან მასზე უკუჩვენება აქვთ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისათვის ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაა 30 303. პანდემიის დასაწყისიდან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები