22:42 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
5810

31 ოქტომბრის არჩევნებზე აღნიშნულ დაწესებულებებში გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიიტანენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სპეციალური ჯგუფები, რომელთაც საარჩევნო კომისიის ფუნქციები ექნებათ, უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებში ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთის მიტანას.

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომელთა მონაცემებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება, ცესკოს ასეთი მომსახურებით სარგებლობის თხოვნით უნდა მიმართონ.

სპეციალურ ჯგუფებსა და მათ წევრებს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ფიზიკური კონტაქტი არ ექნებათ, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, აღნიშნა მიქელაძემ.

„ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებში ან სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მასმედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები