00:07 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
57 0 0

აღსანიშნავია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბანკირ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადახტა, იუწყება ქართული მედია.

მანამდე დეპუტატობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მიმართა და ისაუბრა „ლელოს“ „მარშალის გეგმაზე“, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და რუსთავში სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.

„ჩემი ამ ქმედებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „ლელოს“ აქვს  ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ყველაზე ამბიციური და ქმედითი გეგმა. ახალგაზრდულ ინიციატივებს უნდა ეწყობოდეს ხელი მაქსიმალურად სწორი პოლიტიკის მეშვეობით. იაღლუჯი გაცოცხლდება, იაღლუჯი გახდება ძალიან მაგარი დასასვენებელი სივრცე და არა ის ხრიოკი სივრცე, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა გეგელიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბანკირ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პოლიტიკოსმა დაინფიცირების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ნაბიჯებს არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო უწოდა. რამაც, ხაზარაძის თქმით, მოქალაქეთა ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა და კორონავირუსის აფეთქება გამოიწვია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)

მთავარი თემები