00:22 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)
3510

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით–გარეჯის საკითხზე საუბრისას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავით-გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ, დავით-გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ. მისი თქმით, დამნაშავეების დადგენა გამოძიების პრეროგატივაა, საქართველოში არავის აქვს „ინდულგენცია", მათ შორის არც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პრეზიდენტობის დროსაც არასწორად მოხდა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია.

„ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი მიუძღვის საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვან. არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (23)

მთავარი თემები