01:09 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით აირჩიეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე უხელმძღვანელებს. 

ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ასე რომ, ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდან გახდა. ეს თანამდებობა ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ დატოვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქადაგიძე ერთადერთი კანდიდატურა იყო და მან მარტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. უზენაეს სასამართლოში მას ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტი უკავია.

მანამდე ქადაგიძე 6,5 წლის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო, გარდა ამისა, 10 წლის განმავლობაში მუშაობდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ.

 

მთავარი თემები