16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში გასართობი ცენტრებისა და რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამოსავალი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები და გასართობი ცენტრები ღამის საათებში მომხმარებელს ვერ მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 500–600 იყო. გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი 1000-იან ნიშნულს გადასცდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპს შეანელებს", – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დაიცვას დაწესებული რეგულაციები – ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.

ყველა ახალი ამბავი
0